მიმართვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ცოტნე ანანიძის, აბიტურიენტებისადმი
ძვირფასო აბიტურიენტებო,
დღეს თქვენი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება. ერთიანი ეროვნული გამოცდები არის შესაძლებლობა, წარმოაჩინოთ მრავალწლიანი შრომის, მონდომებისა და ცოდნის შედეგი.
თქვენ წარმოადგენთ ჩვენი ქვეყნის მომავალს და იმ თაობას, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია საქართველოს განვითარებასა და წარმატებაში. მჯერა, თქვენი ცოდნა, მიზანდასახულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა დაგეხმარებათ ღირსეულად გადალახოთ ეს მნიშვნელოვანი გამოწვევა.
გისურვებთ წარმატებას, თავდაჯერებულობას, სიმშვიდესა და საუკეთესო შედეგებს. დარწმუნებული ვარ, თქვენი შრომა აუცილებლად დაფასდება და თითოეული თქვენგანი შეძლებს საკუთარი მიზნების მიღწევას.