საინფორმაციო სააგენტო

ქობულეთის სანაპიროზე თვითნებურად მოწყობილი კონსტრუქციები შემოწმდება

საინფორმაციო სააგენტო “ფაქტი”

ქობულეთის სანაპიროზე ახალი კონსტრუქციების საკითხი

დღეს სანაპიროზე დაფიქსირდა ფაქტი, რომელმაც ყურადღება მიიქცია. ზღვისკენ ჩასასვლელად ხის ახალი კონსტრუქცია იყო მოწყობილი, მაშინ როცა მისგან დაახლოებით მეტრ-ნახევარში უკვე არსებობს რკინაბეტონის სპეციალური ჩასასვლელი, ხოლო რამდენიმე მეტრში — კიდევ ერთი.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ჯუმბერ ჭყონია

რატომ ჩნდება კითხვები მსგავსი სამუშაოების საჭიროებაზე

ჩნდება მარტივი კითხვა: რისთვის კეთდება ის, რაც არც საჭიროა და არც ქალაქის იერსახეს უხდება?
ტურისტული სეზონის პერიოდში ბუნებრივია, რომ ბიზნესს აქტიური მუშაობის სურვილი აქვს, თუმცა შემოსავალი ქალაქის იერსახისა და წესრიგის ხარჯზე არ უნდა მიიღებოდეს. ქობულეთი ყველას ეკუთვნის და მისი სილამაზის დაცვა თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაა.

ბიზნესის მხარდაჭერა და პასუხისმგებლობა ქალაქის წინაშე

სახელმწიფო და მუნიციპალიტეტი მაქსიმალურად უწყობენ ხელს ბიზნესს. სანაცვლოდ კი მთავარი მოლოდინია — ქალაქის, კანონებისა და საერთო სივრცის პატივისცემა, სადაც ადგილობრივებიც და სტუმრებიც ცხოვრობენ.
ქობულეთი არის ქალაქი, სადაც ადამიანები ერთმანეთს კარგად იცნობენ. როგორც გვერდში დგომაა მნიშვნელოვანი, ასევე აუცილებელია მოთხოვნაც, როდესაც საქმე ქალაქის ინტერესებს ეხება.

შესაბამისი სამსახურები მოკვლევას დაიწყებენ

დღესვე შესაბამისი სამსახურები დაიწყებენ მსგავსი უსახური და თვითნებურად მოწყობილი კონსტრუქციების შესწავლას. მოკვლევის დასრულების შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.

ქობულეთი იმსახურებს მოწესრიგებულ გარემოს

ქობულეთი იმსახურებს იყოს ლამაზი, მოწესრიგებული და ღირსეული — ისეთი ქალაქი, როგორსაც ჩვენი შვილები და სტუმრები დაიმახსოვრებენ.