საინფორმაციო სააგენტო

არასამთავრობო ორგანიზაცია პროკურატურას შპს „პპტი პლიუსის“ საქმიანობის შესწავლას სთხოვს

საინფორმაციო სააგენტო “ფაქტი”
საქართველოს გენერალურ პროკურორს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
საქართველოს პროკურატურას / The Prosecution Service of Georgia
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის
შუახევის რაიონულ პროკურორს
ბატონ რამაზ შავაძეს
მიმართვა

პროფესიული და საზოგადოებრივი საქმიანობისთვის ხელის შეშლის შესახებ

მოგმართავთ არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველო კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ასევე საინფორმაციო სააგენტო „ფაქტის“ დირექტორი.
გაცნობებთ, რომ შპს „პპტი პლიუსის“ / ს/კ 404768729 / წარმომადგენლების მხრიდან განხორციელდა ჩვენი პროფესიული და საზოგადოებრივი საქმიანობისათვის ხელის შეშლა, მონიტორინგისა და ვიდეოგადაღების უკანონოდ შეფერხების მცდელობა, ასევე გამოითქვა მუქარის შემცველი განცხადებები, რაც საჭიროებს სამართლებრივ შეფასებას.

მოთხოვნა გამოძიების დაწყებისა და კომპანიის საქმიანობის შესწავლის შესახებ

აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ:
  1. დაიწყოს სისხლის სამართლის გამოძიება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი მუხლებით;
  2. სრულყოფილად იქნეს შესწავლილი შპს „პპტი პლიუსის“ / ს/კ 404768729 / საქმიანობა;
  3. შესწავლილ იქნეს შუახევის მუნიციპალიტეტში ინტერნეტის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის მოწყობის სამუშაოებთან დაკავშირებული ყველა გარემოება, მათ შორის სამუშაოების კანონიერება, შესაბამისი ნებართვები, ხელშეკრულებები და შესრულებული სამუშაოების შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან;
  4. დადგინდეს იმ პირთა პასუხისმგებლობა, რომლებმაც ხელი შეუშალეს ჟურნალისტურ და საზოგადოებრივ მონიტორინგს და გამოავლინეს მუქარის ნიშნები;
  5. ფაქტების დადასტურების შემთხვევაში განხორციელდეს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.

ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიების მოლოდინი

ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს პროკურატურა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფენ საქმის ობიექტურ, სრულყოფილ და მიუკერძოებელ გამოძიებას, ყველა გარემოების დადგენასა და პასუხისმგებელი პირების კანონით გათვალისწინებულ პასუხისგებაში მიცემას.