საინფორმაციო სააგენტო

ირაკლი კობახიძე უზბეკეთის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევს შეხვდა

საინფორმაციო სააგენტო “ფაქტი”

საქართველოსა და უზბეკეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევს შეხვდა.
პირისპირ შეხვედრისას განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მზარდი დინამიკა. ხაზი გაესვა უზბეკეთიდან საქართველოში უმაღლესი დონის პირველი ვიზიტის მნიშვნელობას ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის.

სტრატეგიული პარტნიორობის ახალი ეტაპი

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და უზბეკეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა ურთიერთობებს თვისებრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს და ხელს შეუწყობს პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული კავშირების კიდევ უფრო განვითარებას.

სატრანსპორტო და ლოგისტიკური თანამშრომლობის პერსპექტივები

ყურადღება დაეთმო სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივებს. აღინიშნა, რომ რეგიონული დაკავშირებადობა და ინფრასტრუქტურის განვითარება ორი ქვეყნის თანამშრომლობის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს.

შუა დერეფნის მნიშვნელობა

საუბარი შეეხო შუა დერეფნის, როგორც საიმედო და კონკურენტუნარიანი სატრანზიტო მარშრუტის გაძლიერების მნიშვნელობას.