საინფორმაციო სააგენტო

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე FBI-ის თბილისის ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

2026-07-08 10:15 საინფორმაციო სააგენტო “ფაქტი”

გენერალური პროკურორის შეხვედრა FBI-ის თბილისის ოფისის ხელმძღვანელთან

07 ივლისი, 2026
საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე FBI-ის თბილისის ოფისის ხელმძღვანელს, ალექს თიგაის შეხვდა.

შეხვედრის მონაწილეები

გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გიორგი მიქავა, გენერალური პროკურატურისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

FBI-ის დირექტორის მადლობის წერილი

შეხვედრისას FBI-ის თბილისის ოფისის ხელმძღვანელმა გენერალურ პროკურორს წარმატებული თანამშრომლობისთვის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის, ქეშ პატელის მადლობის წერილი გადასცა.

თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და სამომავლო პერსპექტივები

მხარეებმა განიხილეს საქართველოს პროკურატურასა და გამოძიების ფედერალურ ბიუროს შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, ასევე სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებისა და განვითარების პერსპექტივები.