მიგრაციისა და მიგრანტების მონიტორინგის ჯგუფი
უცხოელთა დასაქმებასთან და უცხოელთა მიერ ბიზნესის დაწყებასთან დაკავშირებული კანონმდებლობა
      <description>შრომითი მიგრაციის ახალი კანონმდებლობა უცხოელებისთვის სამუშაო უფლების მიღებას, ბიზნესის ლეგალურად წარმოებას, შრომის ბაზრის ტესტს და მკაცრ ფინანსურ სანქციებს ითვალისწინებს</description>