საინფორმაციო სააგენტო

„მაკდონალდსის“ ჩიზბურგერის კატლეტის შემადგენლობა ექსპერტიზაზე გადაამოწმეს

საინფორმაციო სააგენტო “ფაქტი”

განცხადება

თქვენი აზრით, „მაკდონალდსის“ ჩიზბურგერის კატლეტი რეალურად 100% ძროხის ხორცისგან მზადდება?
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველო — კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრმა“ 2026 წლის 22 სექტემბერს ოფიციალურად მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს და ექსპერტიზისთვის შეძენილი ხორცპროდუქტი წარადგინა.

რას შეისწავლის ექსპერტიზა

ორგანიზაციის მოთხოვნით, ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს კატლეტის შემადგენლობა და შესაძლო სხვა კომპონენტების არსებობა.
კერძოდ, მოთხოვნილია შემოწმდეს, შეიცავს თუ არა პროდუქტი ძროხის ხორცის გარდა სხვა ინგრედიენტებს, მათ შორის:
  • ღორის ხორცს;
  • ქათმის ხორცს;
  • სოიოს;
  • სხვა შესაძლო პროდუქტებსა და კომპონენტებს.

ექსპერტიზის შედეგები გასაჯაროვდება

ორგანიზაცია აცხადებს, რომ ოფიციალური ექსპერტიზის დასკვნის მიღებისთანავე შედეგებს სრულად გაასაჯაროებს.
საბოლოო შეფასება გაკეთდება მხოლოდ ექსპერტიზის ოფიციალური შედეგების საფუძველზე.
არასამთავრობო ორგანიზაცია
„საქართველო — კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრი“